ჯეოსელის ისტორია

1996 წელი - საქართველოში GSM კომუნიკაციის ერა იწყება

1996 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველი GSM ოპერატორი - ჯეოსელი დაარსდა, რომელმაც მოკლე ხანში, მთლიანად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.

1997 წლის 15 მარტს ჯეოსელის მეშვეობით საქართველოში განხორციელდა პირველი მობილური ზარი და მასთან ერთად, ყველამ იგრძნო გლობალური, პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი.

 

 

 

 

 
2 მილიონი მომხმარებელი
ჯეოსელის ამოქმედების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსალოდნელ რაოდენობას. დღეისათვის ჯეოსელის აბონენტთა რიცხვი 2 მილიონამდეა.
 
150 ქვეყანა მსოფლიოში
ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში.
 
ინოვაციური კომპანია
დაარსების დღიდან, ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.

 

 

ჯეოსელი თელიასონერას ჯგუფის წევრია

ფინურ-შვედური თელიასონერა არის ლიდერი კომპანია ტელეკომუნიკაციის სფეროში. მისი მომსახურების სივრცე მოიცავს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოში კი თელიასონერას ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ ძლიერ ჯგუფს ჯეოსელი წარმოადგენს. თელიასონერა და მისი პარტნიორი კომპანიები ემსახურებიან 185 მილიონზე მეტ აბონენტს მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

2011 წლის მაისში თელიასონერას შემადგენლობაში შემავალი ყველა ბრენდი ერთი საერთო ნიშნის ქვეშ გაერთიანდა. საერთო ლოგოს დანახვისას მომხმარებელმა უკვე იცის, რომ მას ემსახურება არა მარტო ადგილობრივი ოპერატორი, არამედ თელიასონერას საერთაშორისო ქსელი.

დეტალური ინფორმაციისთვის

 

ჩვენი მიზნები და ფასეულობები



მივუახლოვოთ
მსოფლიო მომხმარებლის სურვილებს

ჩვენი მომხმარებელი ფუნდამენტური ცვლილების ეპოქაში ცხოვრობს, სადაც მას უფრო მეტი ნება, კონტროლი და შესაძლებლობები გააჩნია. დღევანდელი მომხმარებელი არის აქტიური  და მეტად  გათვიცნობიერებული,  ის პოზიტიურად აფასებს იმ კომპანიებს, რომელთაც მყარი ღირებულებები გააჩნიათ და ცხოვრობენ საკუთარი დანიშნულების მიხედვით.

ჩვენ ვართ ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც  მომხმარებლის სურვილებზეა ორიენტირებული. ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, ვზრუნავთ და ვამარტივებთ.

სიახლეების გამოწერა