შემოდგომის ლეგენდა ონლაინ მარათონი

26 სექტემბერი 2017


სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენაა. 

რა არის ონლაინ მარათონი? 
იმპროვიზაციული ტურის პარალელურად ტარდება ონლაინ მარათონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 

როგორ ტარდება ონლაინ მარათონი? 
დაელოდეთ კონკურსის დღეს და 12 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში დაწერეთ თხზულება ჟიურის მიერ მოწოდებულ თემაზე.

როგორ ვლინდება გამარჯვებული?
გამარჯვებულს ავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგელნობა კონკურსის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი.

სად დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის გადადით აქ 

სიახლეების გამოწერა