შენი ისტორიის ნაწილი

10 ოქტომბერი 2017


ეს არის ჯეოსელის  ახალი კამპანის გზავნილი. მის ფარგლებში   მაყურებელი  ნახავს  ცნობილი ქართველი “სელებრითების” გაცოცხლებულ რეალურ ისტორიებს.  რომლებიც მოგვითხრობს თუ  როგორ შეცვალა მათი ცხოვრება ერთმა სატელეფონო ზარმა. 

 

პირველი რგოლი, რომლის მოქმედება 90-იანებში ხდება, თეატრალური სარდაფის შექმნას ეხება და ორიგინალური კონცეფციით გამოირჩევა – გამოსახულების პარალელურად, სატელეფონო საუბარი გვესმის, რომელიც რგოლში აღწერილ სიუჟეტს განაპირობებს, ანუ ვხედავთ წარსულს და გვესმის წარსულის წარსული…

 

Storytelling-ის ეს ტექნიკა კამპანიის ყველა რგოლში შენარჩუნდება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს არის  პირველი შემთხვევა, როდესაც  სარეკლამო რგოლებში  ქართველი ცნობილი ადამიანების  როლს მსახიობები თამაშობენ

 

სიახლეების გამოწერა