Why Geocell


ძვირფასო სამუშაოს მაძიებლებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეოსელის დასაქმების გვერდზე. ზუსტად საჭირო ადგილას იმყოფებით!

თუ ჯეოსელის რომელიმე თანამშრომელს კომპანიის, როგორც დამსაქმებლის შესახებ აზრს ჰკითხავთ, პასუხად გაიგებთ:

1
ჯეოსელი განსხვავებულია
ჯეოსელი ტელეკომუნიკაციების ინოვაციურ და სწრაფად ცვალებად სფეროში მოღვაწეობს.

ეს ხელს უწყობს მისი თანამშრომლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივ განვითარებასა და ახალი კომპეტენციების შეძენას. ეს კი ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

მეტის ნახვადამალვა
2
ჯეოსელი უკეთესია
ჯეოსელი „თელია კომპანის“ საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რაც კომპანიის თანამშრომლებს განსხვავებულ სამუშაო გარემოს სთავაზობს.

მისი კორპორაციული კულტურით, მეგობრული ატმოსფეროთი და მაღალი ტექნოლოგიებით. ჯეოსელში მუშაობა მხოლოდ სამსახური როდია. გუნდური მუშაობა და საერთო ღირებულებები ხელს უწყობს სტრატეგიული მიზნების მიღწევას. ჯეოსელის თითოეული თანამშრომელი მონდომებულია შეიტანოს წვლილი წარმატებაში, იმისათვის კომპანიამ შეინარჩუნოს აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი და საიმედო ქსელი.

მეტის ნახვადამალვა
3
ჯეოსელი მეტს იძლევა
ადამიანური რესურსები არანაკლებ ღირებულია, ვიდრე კომპანიის ფინანსური კაპიტალი.

ჯეოსელი ყოველთვის წარმატებით იზიდავდა დასაქმების მსურველებს, ზრუნავდა თანამშრომლების წახალისებასა და შენარჩუნებაზე. ჯეოსელი თანამშრომლებს ანაზღაურების კონკურენტულ პაკეტს სთავაზობს და არ ზოგავს სახსრებს თითოეული მათგანის პროფესიული განვითარებისთვის. კომპანია საქმიანობას აწარმოებს მაღალი ეთიკური სტანდარტებით და თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის “თელიოსონერას“ ევროპულ და აზიურ ბაზრებზე საერთაშორისო დონის ცოდნის და კარიერული წინსვლისთვის.

მეტის ნახვადამალვა
4
დასაქმების პროცესი ჯეოსელში
ჯეოსელის დასაქმების პროცესი სრულად შეესაბამება “თელიასონერას“ დასაქმების და მდგრადი განვითარების პრინციპებს.

ეს ნიშნავს, რომ ყველა კანდიდატის ცოდნის, უნარ–ჩვევების, გამოცდილებისა და პოტენციალის შესაფასებლად ვიყენებთ შერჩევის სხვადასხვა საშუალებებს და ვახდენთ შედეგების სწორ კომუნიკაციას.

მეტის ნახვადამალვა
Geocell Golden Brand Award
ჯეოსელი Golden Brand Award-მა 2015 წლის საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა.
მოგვყევით ჯეოსელის სოციალურ გვერდებზე.
 
 

 

სიახლეების გამოწერა