აბონენტთა საყურადღებოდ

14 დეკემბერი 2017

ჯეოსელი ქსელში მასშტაბურ მოდერნიზაციის სამუშაოებს გეგმავს ინტერნეტ მომსახურების გასაუმჯობესებლად



გვინდა ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებელს გეგმიური სამუშაოების შესახებ, რომელიც ჩატარდება 15 დეკემბერს, 06:00-დან 08:00-მდე. აღნიშნული სამუშაოები ემსახურება ინტერნეტ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო  სწრაფი და მოხერხებული  ინტერნეტ მომსახურება.

 

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოები ტარდება დილის საათებში, როდესაც ქსელი ყველაზე ნაკლებად არის დატვირთული, რათა მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი შეექმნას ჩვენს მომხმარებელს. ჩვენი ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს სამუშაოების ეფექტიანად ჩატარებას, იმისათვის, რომ აღნიშნულ დროში გეგმიურად დასრულდეს სამუშაოები.

 

ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით შესაძლო დისკომფორტისთვის. ეს სამუშაოები ქსელში გეგმიურად და თანმიმდევრულად ტარდება. ეს საშუალებას გვაძლევს, ვუზრუნველყოთ ქსელის მუდმივი მოდერნიზაცია, რათა მომხმარებელს  შევთავაზოთ ყველაზე მოქნილი და მარტივი მომსახურება.

სიახლეების გამოწერა