Geocell StartApp
My Geocell
Geocell Notebook
მოვლა
Geocell Roamer

Android

ვიცი

სილქნეტის და ჯეოსელის აქცია

ჩაერთე სილქნეტის და ჯეოსელის აქციაში და მიიღე უსასრულო წუთები შიდა ქსელში

მოქმედების ვადა 90 დღე

სილქნეტისა და ჯეოსელის შეთავაზება გულისხმობს ჯეოსელის ქსელში უსასრულო უფასო საუბარს სამი თვის ვადით. შეთავაზება ვრცელდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ სილქნეტის ყველა აბონენტზე, რომლებიც ამავდროულად, არიან ჯეოსელის მომხმარებლებიც და არსებული ნომრით არიან დარეგისტრირებული სილქნეტის ბაზაში ძირითად საკონტაქტო პირად.

 

შეთავაზება ძალაში შედის 18 აპრილიდან და მისი გააქტიურება შესაძლებელია მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 17 ივლისის ჩათვლით. უსასრულო წუთებით სარგებლობა შესაძლებელია აქტივაციის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

 

იმისათვის, რომ სილქნეტისა და ჯეოსელის საერთო აბონენტებმა ისარგებლონ ამ შეთავაზებით, საჭიროა, ჯეოსელის ნომერი იყოს ორმხრივად აქტიური. იგივე პირობა ვრცელდება სილქნეტის მომხმარებლებზეც: სილქნეტის სერვისები არ უნდა იყოს ცალმხრივად შეზღუდული.

 

შეთავაზება ვრცელდება სილქნეტის და ჯეოსელის ფიზიკურ პირ აბონენტებზე, ასევე ჯეოსელის იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც არიან  კორპორატიული ნომრის მქონე ფიზიკური პირი აბონენტები.  

 

შეთავაზების აქტივაცია შესაძლებელია შემდეგი არხებით: USSD კოდის - *155#, ჯეოსელის მობილური აპლიკაციის ან ონლაინ პორტალის მეშვეობით.

სიახლეების გამოწერა