Geocell StartApp
My Geocell
Geocell Notebook
მოვლა
Geocell Roamer

Android

ვიცი

პორტირება შესაძლებლობას გაძლევთ ინდექსისა და ნომრის შეუცვლელად გადმოხვიდეთ ჯეოსელის ქსელზე. შესაბამისად თქვენ აღარ დაგჭირდებათ მეგობრებისა და ახლობლების ინფორმირება ნომრის შეცვლის შესახებ.

 

პორტირება ჯეოსელის ქსელში:
მიაკითხეთ ჯეოსელის ნებისმიერ მომსახურების ოფისს და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სადაც დაფიქსირებულია თქვენი პირადი ნომერი. პორტირების მოთხოვნის ფორმის და სააბონენტო ხელშეკრელების შევსების შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ ჯეოსელის სიმ-ბარათი, რომელიც პორტირების დასრულების შემდეგ გააქტიურდება* თქვენივე ნომრით.
*თუკი ჯეოსელი მიიღებს დასტურს თქვენი ნომრის პორტირების შესახებ თქვენი არსებული ოპერატორისგან.

 

რა შემთხვევაში შეიძლება მივიღო უარი პორტირებაზე ჩემი არსებული ოპერატორისგან?

თუ ნომერი არ არის თქვენს სახელზე რეგისტრირებული
თქვენს ნომერზე ირიცხება გასული თვის დავალიანება
შემოწმების მომენტში ნომერზე დაფიქსირდა მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო

 

თქვენი ნომრის პორტირების სავარაუდო თარიღს შეიტყობთ ჯეოსელის მომსახურების ოფისში პორტირების ხელშეკრელების შევსებისას.

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული პორტირებისას არსებული ტარიფები და სერვისები ჩანაცვლდება თქვენს მიერ შერჩეული შეთავაზებებით;
პორტირების მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია პორტირებამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე ჯეოსელის მომსახურეობის ოფისებში სამუშაო დღეებში 09:00 - 16:00;
ნომრის განმეორებითი პორტირება შესაძლებელია წინა პორტირებიდან 30 დღის შემდეგ;
პორტირებისას თქვენს ნომერზე არსებული დადებითი ბალანსის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული თანხა შეგინარჩუნდებათ და მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება ჯეოსელში.

სიახლეების გამოწერა